მბობა ტარიელისაგან ლომ-ვეფხის დახოცისა | ||
32:1 | რა წამეკიდა, ყველაი წვრილად გიამბო ენითა, მერმეღა გაბრჭე მართალი მაგა გულითა ბრძენითა; შენ მოგელოდი, მიმჭირდა მოლოდინითა შენითა, ქვაბს ვეღარ გავსძლე მინდორთა მოვლა მომინდა ცხენითა. |
[909] |
32:2 | იმა ქედსა გარდავადეგ, შამბნი ისი მომეარნეს; ერთი ლომი, ერთი ვეფხი შეკრბეს, ერთად შეიყარნეს, ჰგვანდეს რათმე მოყვარულთა, მათი ნახვა გამეხარნეს, მათ რა უყვეს ერთმანერთსა, გამიკვირდეს, შემეზარნეს. |
[910] |
32:3 | პირველ ამოდ ილაღობეს, მერმე მედგრად წაიკიდნეს: თითო ტოტი ერთმანერთსა ჰკრეს, სიკვდილსა არ დარიდნეს; გამორიდა ვეფხმან გული, – დედათამცა განა რიდნეს! – ლომი მედგრად გაეკიდა, იგი ვერვინ დაამშვიდნეს. |
[911] |
32:4 | ლომსა დაუგმე ნაქმარი, ვარქვი: «არა ხარ ცნობასა, შენ საყვარელსა რად აწყენ? ფუ მაგა მამაცობასა!» ხრმალგამოწვდილი გაუხე, მივეც ლახვართა სობასა, თავსა გარდავჰკარ, მო-ცა-ვკალ, დავხსენ სოფლისა თმობასა. |
[912] |
32:5 | ხრმალი გავსტყორცე, გარდვიჭერ, ვეფხი შევიპყარ ხელითა; მის გამო კოცნა მომინდა, ვინ მწვავს ცეცხლითა ცხელითა; მიღრინვიდა და მაწყენდა ბრჭალითა სისხლთა მღვრელითა, ვეღარ გაუძლე, იგიცა მოვკალ გულითა ხელითა. |
[913] |
32:6 | რაზომსაცა ვამშვიდებდი, ვეფხი ვერა დავამშვიდე, გავგულისდი, მოვიქნიე, ვჰკარ მიწასა, დავაწყვიდე; მომეგონა, ოდეს ჩემსა საყვარელსა წავეკიდე; სულნი სრულად არ ამომხდეს, რას გიკვირს, თუ ცრემლსა ვღვრიდე! |
[914] |
32:7 | აჰა, ძმაო, მითხრობია ჭირი ჩემი, რაცა მჭირდა; სულთა დგმაცა არა მმართებს, ასრე გასლვა რას გიკვირდა! სიცოცხლესა გავეყარე, სიკვდილიცა დამიძვირდა“. ესე სიტყვა დაასრულა, ყმამან სულთქვნა, ა-ცა-ტირდა. |
[915] |
32:8 | ავთანდილცა მას თანავე ტიროდა და ცრემლსა ღვრიდა; უთხრა: „დათმე, ნუ მოჰკვდები, გულსა სრულად ნუ დასჭრი, და-! ღმერთი მაგას მოწყალეობს, თუცა ჭირმან არ გაგრიდა; თუმც უნდოდით გასაყრელად, პირველ ერთად არ შეგყრიდა. |
[916] |
32:9 | სდევს მიჯნურსა ფათერაკი, საწუთროსა დაანავღლებს, მაგრა ბოლოდ ლხინსა მისცემს, ვინცა პირველ ჭირსა გასძლებს; მიჯნურობა საჭიროა, მით სიკვდილსა მიგვაახლებს, გასწავლულსა გააშმაგებს, უსწავლელსა გაასწავლებს“. |
[917] |