დასასრული | ||
59:1 | გასრულდა მათი ამბავი ვითა სიზმარი ღამისა. გარდახდეს, გავლეს სოფელი, ნახეთ სიმუხთლე ჟამისა! ვის გრძლად ჰგონია, მისთვისცა არის ერთისა წამისა. ვსწერ ვინმე მესხი მელექსე მე რუსთველისა დამისა. |
[1669] |
59:2 | ქართველთა ღმრთისა, დავითის ვის მზე მსახურებს სარებლად, ესე ამბავი გავლექსე მე მათად საკამათებლად, ვინ არის აღმოსავლეთით დასავლეთს ზართა მარებლად, ორგულთა მათთა დამწველად, ერთგულთა გამახარებლად. |
[1670] |
59:3 | დავითის ქნანი ვითა ვთქვნე სიჩალხე-სიხაფეთანი! ესე ამბავნი უცხონი, უცხოთა ხელმწიფეთანი, პირველ ზნენი და საქმენი, ქებანი მათ მეფეთანი, ვპოვენ და ლექსად გარდავთქვენ, ამითა ვილაყფეთანი. |
[1671] |
59:4 | ესე ასეთი სოფელი, არვისგან მისანდობელი, წამია კაცთა თვალისა და წამწამისა მსწრობელი! რასა ვინ ეძებთ, რას აქნევთ? ბედია მაყივნებელი, ვის არ შეუცვლის, კარგია, ორისავ იყოს მხლებელი. |
[1672] |
59:5 | ამირან დარეჯანის ძე მოსეს უქია ხომელსა, აბდულ-მესია – შავთელსა, ლექსი მას უქეს რომელსა, დილარგეთ – სარგის თმოგველსა, მას ენადაუშრომელსა, ტარიელ – მისსა რუსთველსა, მისთვის ცრემლშეუშრომელსა. |
[1673] |