ძიება

ვერსიები
ვერსია:
კოდი:
თავი:  

« 2008 წ. გამოცემა »
2008 წ. გამოცემა - თავი 1
2008 წ. გამოცემა - თავი 2
2008 წ. გამოცემა - თავი 3
2008 წ. გამოცემა - თავი 4
2008 წ. გამოცემა - თავი 5
2008 წ. გამოცემა - თავი 6
2008 წ. გამოცემა - თავი 7
2008 წ. გამოცემა - თავი 8
2008 წ. გამოცემა - თავი 9
2008 წ. გამოცემა - თავი 10
2008 წ. გამოცემა - თავი 11
2008 წ. გამოცემა - თავი 12
2008 წ. გამოცემა - თავი 13
2008 წ. გამოცემა - თავი 14
2008 წ. გამოცემა - თავი 15
2008 წ. გამოცემა - თავი 16
2008 წ. გამოცემა - თავი 17
2008 წ. გამოცემა - თავი 18
2008 წ. გამოცემა - თავი 19
2008 წ. გამოცემა - თავი 20
2008 წ. გამოცემა - თავი 21
2008 წ. გამოცემა - თავი 22
2008 წ. გამოცემა - თავი 23
2008 წ. გამოცემა - თავი 24
2008 წ. გამოცემა - თავი 25
2008 წ. გამოცემა - თავი 26
2008 წ. გამოცემა - თავი 27
2008 წ. გამოცემა - თავი 28
2008 წ. გამოცემა - თავი 29
2008 წ. გამოცემა - თავი 30
2008 წ. გამოცემა - თავი 31
2008 წ. გამოცემა - თავი 32
2008 წ. გამოცემა - თავი 33
2008 წ. გამოცემა - თავი 34
2008 წ. გამოცემა - თავი 35
2008 წ. გამოცემა - თავი 36
2008 წ. გამოცემა - თავი 37
2008 წ. გამოცემა - თავი 38
2008 წ. გამოცემა - თავი 39
2008 წ. გამოცემა - თავი 40
2008 წ. გამოცემა - თავი 41
2008 წ. გამოცემა - თავი 42
2008 წ. გამოცემა - თავი 43
2008 წ. გამოცემა - თავი 44
2008 წ. გამოცემა - თავი 45
2008 წ. გამოცემა - თავი 46
2008 წ. გამოცემა - თავი 47
2008 წ. გამოცემა - თავი 48
2008 წ. გამოცემა - თავი 49
2008 წ. გამოცემა - თავი 50
2008 წ. გამოცემა - თავი 51
2008 წ. გამოცემა - თავი 52
2008 წ. გამოცემა - თავი 53
2008 წ. გამოცემა - თავი 54
2008 წ. გამოცემა - თავი 55
2008 წ. გამოცემა - თავი 56
2008 წ. გამოცემა - თავი 57
2008 წ. გამოცემა - თავი 58
2008 წ. გამოცემა - თავი 59

« 2008 წ. გამოცემა 7 [VTA - xx] »

შეყრა ტარიელისა და ავთანდილისა

7:1 მან უბრძანა: „თუ მიჩვენებ‚ ვნახავ‚ დიდად გავიხარებ‚
სიყვარულმან მისმან‚ ვისთვის ხელი მინდორს თავსა ვარებ‚
არას უზამ უგემურსა‚ არათ ოდეს გავამწარებ;
რაცა ჩემგან ეამების‚ ვაამებ და შევიყვარებ“.
[280]
7:2 ქალი ადგა და წავიდა მის ყმისა მოსაყვანებლად;
„არ ეწყინაო“‚ უამბობს‚ არს მისად მაგულვანებლად‚
ხელი მოჰკიდა‚ მოჰყვანდა‚ ვით მთვარე მოსავანებლად;
იგი რა ნახა ტარიელ‚ თქვა მზისა დასაგვანებლად.
[281]
7:3 გამოეგება ტარიელ‚ მართებს ორთავე მზე დარად‚
ანუ ცით მთვარე უღრუბლო შუქთა მოჰფენდეს ქვე ბარად‚
რომე მათ თანა ალვისა ხეცა ვარგ იყო ხედ არად‚
ჰგვანდეს შვიდთავე მნათობთა‚ სხვადმცა რისად ვთქვი მე და რად!
[282]
7:4 მათ აკოცეს ერთმანერთსა‚ უცხოობით არ დარიდეს‚
ვარდსა ხლეჩდეს‚ ბაგეთაგან კბილნი თეთრნი გამოსჭვირდეს‚
ყელი ყელსა გარდააჭდვეს‚ ერთმანერთსა აუტირდეს‚
ქარვად შექმნნეს იაგუნდნი მათნი‚ თუცა ლალად ღირდეს.
[283]
7:5 მობრუნდეს‚ ყმამან ავთანდილს ხელი შეუპყრა ხელითა‚
ერთგან დასხდეს და იტირეს დიდხან ცრემლითა ცხელითა.
ასმათი სულსა უღებდა სიტყვითა საკვირველითა:
„თავთა ნუ დაჰხოცთ‚ ნუ ბნელიქთ მზესა თქვენითა ბნელითა!“
[284]
7:6 ტარიელის ვარდი იყო დათრთვილული‚ არ დაზრული;
ყმასა უთხრა: „მესწრაფების‚ მითხარ შენი დაფარული‚
ვინ ხარ‚ ანუ სით მოსრულ ხარ‚ სადაური‚ სით მოსრული?
მე სიკვდილსა აღარ ვახსოვ‚ ვარ მისგანცა განწირული“.
[285]
7:7 ავთანდილ გასცა პასუხი‚ სიტყვები ლამაზებია:
„ლომო და გმირო ტარიელ‚ ვის თავი გინაზებია‚
მე ვარ არაბი‚ არაბეთს არს ჩემი დარბაზებია‚
მიჯნურობითა დამწვარ ვარ‚ ცეცხლი უშრეტი მგზებია.
[286]
7:8 მე პატრონისა ჩემისა ასული შემყვარებია;
თვით მეფედ მათად მას ხედვენ მონები მკლავმაგრებია.
თუცა არ მიცნობ‚ გინახავ‚ თუ ვითა გეაზრებია‚
გახსოვსცა‚ ოდეს დაჰხოცე მონები არსაპყრებია?
[287]
7:9 შენ მინდორს გნახეთ გაჭრილი‚ ჩვენ ზედა გარდგეკიდენით‚
პატრონი ჩემი გაგიწყრა‚ ჩვენ ხაფად წაგეკიდენით‚
გიხმეთ‚ არ მოხვე‚ ლაშქარნი უკანა გამოგკიდენით‚
შენ ველნი წითლად შეღებენ სრულად სისხლისა კი დენით.
[288]
7:10 ყველაკასა მათრახითა თავი უხრმლოდ გარდაჰკვეთეთ.
მეფე შეჯდა‚ დაგვეკარგე‚ კვალი შენი ვერ მოვკვეთეთ‚
ვითა ქაჯი დაგვემალე‚ მონებიცა დავაფეთეთ‚
ამან უფრო დაგვაშმაგნა‚ თავი სრულად გავაშეთეთ.
[289]
7:11 ჭმუნვა შეექმნა‚ თქვენც იცით‚ ხელმწიფე ნებიერია.
მოგნახეს‚ გძებნეს ყოველგან‚ მათ რუკა დაუწერია‚
ვერ ნახეს შენი ნახული ვერცა ყმა‚ ვერცა ბერია;
აწ გამომგზავნა‚ რომელსა ვერ მზე ჰგავს‚ ვერ ეთერია.
[290]
7:12 მიბრძანა: «მიცან ამბავი მის ყმისა წახდომილისა‚
მაშინ ვარ მქმნელი საქმისა‚ მის შენგან მონდომილისა».
სამ წლამდის მითხრა დადენა უმისოდ ცრემლთა მილისა.
არ გიკვირს‚ გავსძლე ვერჭვრეტა მისისა მე ღიმილისა?!
[291]
7:13 აქანამდის მნახავიცა კაცი შენი არ მენახა;
თურქნი ვნახენ‚ რომე თქვენთვის სიტყვა რამე გაემკვახა;
მათრახითა ჩამოგეგდო‚ ერთი მკვდართა დაგესახა;
მათ მასწავლეს‚ ძმა რომელთა სულმობრძავი სამე, გლახ‚ ა“.
[292]
7:14 ტარიელსცა აეხსენა ომი მათი მაშინდელი‚
იტყვის: „მახსოვს ეგე საქმე‚ თუცა არის ადრინდელი;
ერთგან გნახენ ნადირობას შენ და შენი მე გამზრდელი;
მით ვტიროდი‚ მომეგონა მე‚ გლახ‚ ჩემი წამწყმედელი.
[293]
7:15 რას მაქნევდით‚ რა გინდოდა‚ ერთმაერთსა რითა ვჰგვანდით?!
თქვენ მორჭმულნი სთამაშობდით‚ ჩვენ მტირალნი ღაწვთა ვბანდით.
რა მონანი შესაპყრობლად მომწიენით‚ გაჰგულვანდით‚
აწ ვეჭვ‚ რომე ჩემად ნაცვლად თანა მკვდართა წაიტანდით.
[294]
7:16 მოვიხედენ‚ მომეწია; რა პატრონი შენი ვნახე‚
ხელმწიფობით შემებრალნეს‚ ამად ხელი არ შევახე‚
თვალთა წინა გამოვექეც‚ მეტი არა შეუზახე.
ჩემი ცხენი უჩინოსა ჰგავს და სხვასმცა რას ვასახე!
[295]
7:17 კაცმან ვერ ასწრას თვალისა დაფახვა‚ დაწამწამება‚
მას გავექცევი‚ ვისგანცა ჩემი არა ვცნა ამება.
მათ თურქთა მიღმა გამეგო მე არას არ შეწამება‚
ავად შვენოდა მორევნა და ჩემი დათამამება.
[296]
7:18 აწ ვაშად მოხვე‚ – მეამა ნახვა შენისა პირისა‚ –
ტანად სარო და პირად მზე‚ მამაცად მსგავსი გმირისა!
მაგრა გარჯილ ხარ‚ არა ხარ გარდაუხდელი ჭირისა:
ძნელია პოვნა კაცისა ღმრთივ ზეცით განაწირისა!“
[297]
7:19 ავთანდილ უთხრა: „ვით მაქებ საქები ბრძენთა ენისა?
მაგისად ნაცვლად რამც გიყავ ღირსი ქებისა თქვენისა!
სახე ხარ მზისა ერთისა‚ ზეცით მნათისა ზენისა‚
რათგან ვერ შეგცვლის პატიჟი ეგზომთა ცრემლთა დენისა.
[298]
7:20 ამა დღემან დამავიწყა‚ გული ჩემი ვინ დაბინდა;
დამიგდია სამსახური‚ იგი იქმნას‚ რაცა გინდა;
იაგუნდი ეგრეცა სჯობს‚ ათასჯერმცა მინა მინდა;
შენ გეახლო სიკვდილამდის‚ ამის მეტი არა მინდა!“
[299]
7:21 ტარიელ უთხრა: „მე შენი გული აწ მემხურვალების;
მიკვირს‚ თუ ნაცვლად მაგისად შენ ჩემი რა გევალების!
მაგრა წესია‚ მიჯნური მიჯნურსა შეებრალების‚
შენ საყვარელსა გაგყარო‚ ესე რათ გენაცვალების!
[300]
7:22 წამოსრულ ხარ ჩემად ძებნად‚ პატრონისა სამსახურად;
ღმერთმან ქმნა და გიპოვნივარ‚ შენცა ცდილ ხარ მამაცურად.
მაგრა ჩემსა რა გიამბობს‚ გამოჭრილ ვარ ასრე თუ რად!
მე თუ ვიტყვი‚ დამწვავს ცეცხლი ცხელი‚ შემიქს ალად‚ მურად“.
[301]
7:23 ასმათ უთხრა: „ლომო‚ ცრემლით მაგა ცეცხლსა რა ერგების!
მე ვითა ვთქვა წვევა თქმისა‚ რათგან ეგრე არ ეგების!
ვხედავ‚ ესე ხელი ვინმე მოყმე შენთვის წაეგების‚
ცნას მიზეზი შენთა წყლულთა‚ ქმნას‚ რა ღონე აეგების.
[302]
7:24 მეხვეწებოდა‚ ლამოდა ჩემგან რასამე სმენასა;
ნუ ყოსო ღმერთმან‚ გაძლება მემცა ვით მივეც ენასა!
თუ რას სცნობს‚ ვეჭო ამისგან თქვენსა რასამე ლხენასა.
არს უკეთესი‚ რაცაღა სწადს განგებასა ზენასა“.
[303]
7:25 ამას დაყმუნდა ტარიელ‚ დამწვარი დაავლებული;
ასმათს უბრძანა: „მას აქათ შენ ხარ ჩემ თანა ხლებული;
რად არა იცი‚ უწამლო არს ლები ესე ლებული!
კვლა ესე ყმა მწვავს მტირალი‚ ცრემლითა დავალებული.
[304]
7:26 კაცმან ვით პოვოს‚ ღმრთისაგან რაცა არდანაბადია!
მით გული ჩემი სახმილმან აწ ასრე დანაბა დია;
კვლა გზასა მიკრავს‚ მიჭირავს‚ მითქს ბადე დანაბადია;
აწ ხელთა‚ ნაცვლად ლხინისა‚ ჩალა მაქვს და ნაბადია.
[305]
7:27 მაგრა ღმერთმან მოწყალემან მით ცნობითა ერთით მზითა
ორი მისი მოწყალება დღესცა მომცა ამა გზითა:
პირველ‚ შეჰყრის მოყვარულთა ჩემით რათმე მიზეზითა‚
კვლა ნუთუმცა სრულად დამწვა ცეცხლთა ცხელთა ანაგზითა“.
[306]
7:28 ყმასა უთხრა: „ვინცა კაცმან იძმოს ანუ და-ცა-იდოს‚
ხამსო‚ მისთვის სიკვდილსა და ჭირსა თავი არ დარიდოს;
ღმერთმან ერთი რათ აცხოვნოს‚ თუ მეორე არ წაწყმიდოს!
შენ ისმენდი‚ მე გიამბობ‚ რაცა გინდა წამეკიდოს“.
[307]
7:29 ასმათს უთხრა: „მოდი‚ მოჯე‚ თანა წყალი მოიტანე‚
დაბნედილსა მაპკურებდი‚ გული მითა გარდამბანე;
მკვდარი მნახო‚ დამიტირე‚ სულთქმა გაათანისთანე‚
მე სამარე გამითხარე‚ აქა მიწა მიაკვანე!“
[308]
7:30 ღილჩახსნილი საამბობლად დაჯდა‚ მხარნი ამოყარნა;
ვითა მზე ჯდა მოღრუბლებით‚ დიდხან შუქნი არ ადარნა;
ვერ გაახვნა სასაუბროდ‚ მან ბაგენი გაამყარნა‚
მერმე სულთქვნა‚ დაიზახნა‚ ცრემლნი ცხელნი გარდმოყარნა.
[309]
7:31 მოსთქვამს: „ჰაჲჰაჲ‚ საყვარელო‚ ჩემო‚ ჩემთვის დაკარგულო‚
იმედო და სიცოცხლეო‚ გონებაო‚ სულო‚ გულო‚
ვინ მოგკვეთა‚ არა ვიცი‚ ხეო‚ ედემს დანერგულო!
ცეცხლმან ცხელმან ვით ვერ დაგწვა‚ გულო‚ ასჯერ დადაგულო?!“
[310]
© 2014, გია შერვაშიძე