წიგნი ნესტან-დარეჯანისა საყვარელსა თანა მოწერილი | ||
17:1 | წიგნი მომართვა‚ ჩავხედენ‚ პირისა თემთა მთენისა‚ ეწერა: «ვნახე სიტურფე წყალ-ჯავარისა შენისა. ომგარდახდილი შვენოდი‚ შენატევები ცხენისა‚ არ ავი მიჩანს მიზეზი ჩემისა ცრემლთა დენისა. |
[494] |
17:2 | ღმერთმან თუ მცა ენა ჩემი ქებად შენდა უშენოსა‚ შენთვის მკვდარი აღარ ვიტყვი‚ მაშა მომკლავ უშენოსა‚ მზემან ლომსა ვარდ-გიშერი ბაღჩა-ბაღად უშენოსა‚ შენმან მზემან‚ თავი ჩემი არვის მართებს უშენოსა! |
[495] |
17:3 | თუცა მიგდის ღვარი ცრემლთა‚ მაგრა ცუდად არ იდენო‚ ამას იქით ნუღარ იდენ‚ გულსა ჭირნი არიდენო; შენნი მჭვრეტნი ჩემთა მჭვრეტთა აგინებენ‚ არ იდენო; რომე წეღან მოგეხვივნეს‚ იგი ჩემთვის არიდენო. |
[496] |
17:4 | იგი მე მომცენ რიდენი‚ რომელნი წეღან გშვენოდეს‚ რა მნახო‚ შენცა გეამოს‚ შენეულითა‚ მშვენოდეს; ესე სამკლავე შეიბი‚ თუ ჩემი გა-ღა-გვლენოდეს‚ ერთი ასეთი ცოცხალსა სხვა ღამე არ გაგთენოდეს». |
[497] |
17:5 | აქა მხეცქმნილი ტარიელ ტირს‚ ჭირი ეათასების; თქვა: „მე მაქვს სამხრე‚ რომელი კვლა წინას მკლავსა მას ების!“ იგი შეიხსნა‚ მოიღო‚ თვალვით არ დაიფასების‚ პირსა დაიდვა‚ და-ცა-ბნდა‚ ქვე მკვდართა დაედასების. |
[498] |
17:6 | ასრე წვა‚ რომე არს‚ ჰგვანდა‚ მკვდარი სამარის კარისა‚ ორგნით ჩანს ლები მჯიღისა‚ მართ გულსა გარდნაკარისა; ასმათს სდის ღვარი სისხლისა‚ ღაწვთაგან ნახოკარისა‚ კვლა წყალსა ასხამს‚ უშველის‚ ხმა ისმის მუნ წკანწკარისა. |
[499] |
17:7 | ავთანდილცა სულთქვნა მწარედ‚ დაბნედილსა შემოსჭვრიტნა; ასმათ ვანი გაამრავლნა‚ ცრემლმან მისმან ქვანი ხვრიტნა; მერმე სულად მოაქცია‚ ცეცხლნი წყლითა დაუშრიტნა; თქვა: „ცოცხალ ვარ? საწუთრომან აწცა ჩემნი სისხლნი ხვრიტნა!“ |
[500] |
17:8 | ზე წამოჯდა ფერმიხდილი‚ აყოლებდა თვალთა რეტად. ვარდი სრულად შექმნილ იყო ზაფრანად და ვითა სპეტად. დიდხან მათად არა სცალდა საუბრად და არცა ჭვრეტად‚ დარჩომა და არსიკვდილი მას უმძიმდა მეტისმეტად. |
[501] |
17:9 | ავთანდილს უთხრა: „ისმენდი‚ ცნობა მიც თუცა ხელისა‚ გითხრა ამბავი ჩემი და ჩემისა დამმარხველისა: ლხინად მიჩს შეყრა მოყვრისა‚ მის შენგან შეუყრელისა. მე მიკვირს ჩემი სიცოცხლე‚ ასრე დარჩომა მრთელისა! |
[502] |
17:10 | ასმათის ნახვა მეამა‚ ჩემგან დად საესავისა. წიგნი რა ვნახე‚ მომართვა ესე საბამი მკლავისა. მკლავსა შევიბი მაშინვე‚ მოვიხსენ რიდე თავისა‚ იგი უცხო და ღარიბი‚ მტკიცისა რასმე შავისა“. |
[503] |