თათბირი ნურადინ-ფრიდონისა | ||
49:1 | ფრიდონ თქვა: „ვიტყვი სიტყვასა, ვეჭვ, ჩემი არ დამცთარია: ჩვენ ცოტანი ვართ, ქალაქი დიდთაგან საომარია; პირისპირ ომი არ ძალგვიც, არ ჟამი საკვეხარია. ათას წელ ვერსით შეუვალთ, თუ ზედ დაგვიხშან კარია. |
[1394] |
49:2 | ჩემსა სიმცროსა გამზრდელნი სამუშაითოდ მზრდიდიან, მასწავლნეს მათნი საქმენი, მახლტუნვებდიან, მწვრთიდიან; ასრე გავიდი საბელსა, რომ თვალი ვერ მომკიდიან, ვინცა მჭვრეტდიან ყმაწვილნი, იგიცა ინატრიდიან. |
[1395] |
49:3 | აწ ვინცა ვიცით უკეთე შეტყორცა საგდებელისა, მან ერთსა ბურჯსა გარდვაგდოთ წვერი საბლისა გრძელისა, მას ზედა გავლა ასრე მიჩს, ვითა გარბენა ველისა, თქვენ ჭირად გიყო შიგანთა პოვნა კაცისა მრთელისა. |
[1396] |
49:4 | აბჯრითა გავალ, არად მიჩს ჭირად გატანა ფარისა; შიგან ჩავხლტები კისკასად, ვეცემი მსგავსად ქარისა, ლაშქართა დავხოც, გავახვამ, ნახოთ გაღება კარისა! თქვენცა მუნ მოდით, სადაცა გესმას ზრიალი ზარისა“. |
[1397] |