ასმათისაგან სამხრის მორთმევა | ||
16:1 | მონა მოვიდა‚ მიამბო ამბავი მან მართალიო: «თქვენსა ამბავსა იკითხავს აჯიღოსანი ქალიო». მაშინვე ვიცან‚ ავიჭერ‚ ჩქარ-ჩქარად გულგამკრთალიო; მოვიდა‚ ვნახე ასმათი ჩემ თანა მომავალიო. |
[491] |
16:2 | მე ვისთვის ვკვდები‚ მეამა ასმათის ნახვა მე მისად. აღარ მიუშვი‚ ვაკოცე‚ ქმნადღა თაყვანისცემისად; ხელი მოვჰკიდე‚ დავისვი ახლოს ტახტისა ჩემისად‚ ვჰკითხე‚ თუ: «ნეტარ‚ მისრულა მორჩი ალვისა ხე მისად? |
[492] |
16:3 | მიამბე მისი ამბავი‚ სხვად ნურას მეუბნებია!» მითხრა‚ თუ: «გკადრებ მართალსა‚ აწ ჩემგან არსათნებია‚ დღეს ერთმანერთი გინახავს და ტურფად მოგწონებია‚ აწ კვლაცა ცნობა ამბვისა მას ჩემგან უბრძანებია»“. |
[493] |