ძიება

ვერსიები
ვერსია:
კოდი:
თავი:  

« 2008 წ. გამოცემა »
2008 წ. გამოცემა - თავი 1
2008 წ. გამოცემა - თავი 2
2008 წ. გამოცემა - თავი 3
2008 წ. გამოცემა - თავი 4
2008 წ. გამოცემა - თავი 5
2008 წ. გამოცემა - თავი 6
2008 წ. გამოცემა - თავი 7
2008 წ. გამოცემა - თავი 8
2008 წ. გამოცემა - თავი 9
2008 წ. გამოცემა - თავი 10
2008 წ. გამოცემა - თავი 11
2008 წ. გამოცემა - თავი 12
2008 წ. გამოცემა - თავი 13
2008 წ. გამოცემა - თავი 14
2008 წ. გამოცემა - თავი 15
2008 წ. გამოცემა - თავი 16
2008 წ. გამოცემა - თავი 17
2008 წ. გამოცემა - თავი 18
2008 წ. გამოცემა - თავი 19
2008 წ. გამოცემა - თავი 20
2008 წ. გამოცემა - თავი 21
2008 წ. გამოცემა - თავი 22
2008 წ. გამოცემა - თავი 23
2008 წ. გამოცემა - თავი 24
2008 წ. გამოცემა - თავი 25
2008 წ. გამოცემა - თავი 26
2008 წ. გამოცემა - თავი 27
2008 წ. გამოცემა - თავი 28
2008 წ. გამოცემა - თავი 29
2008 წ. გამოცემა - თავი 30
2008 წ. გამოცემა - თავი 31
2008 წ. გამოცემა - თავი 32
2008 წ. გამოცემა - თავი 33
2008 წ. გამოცემა - თავი 34
2008 წ. გამოცემა - თავი 35
2008 წ. გამოცემა - თავი 36
2008 წ. გამოცემა - თავი 37
2008 წ. გამოცემა - თავი 38
2008 წ. გამოცემა - თავი 39
2008 წ. გამოცემა - თავი 40
2008 წ. გამოცემა - თავი 41
2008 წ. გამოცემა - თავი 42
2008 წ. გამოცემა - თავი 43
2008 წ. გამოცემა - თავი 44
2008 წ. გამოცემა - თავი 45
2008 წ. გამოცემა - თავი 46
2008 წ. გამოცემა - თავი 47
2008 წ. გამოცემა - თავი 48
2008 წ. გამოცემა - თავი 49
2008 წ. გამოცემა - თავი 50
2008 წ. გამოცემა - თავი 51
2008 წ. გამოცემა - თავი 52
2008 წ. გამოცემა - თავი 53
2008 წ. გამოცემა - თავი 54
2008 წ. გამოცემა - თავი 55
2008 წ. გამოცემა - თავი 56
2008 წ. გამოცემა - თავი 57
2008 წ. გამოცემა - თავი 58
2008 წ. გამოცემა - თავი 59

« 2008 წ. გამოცემა 1 [VTA - xx] »

დასაწყისი

1:1 რომელმან შექმნა სამყარო ძალითა მით ძლიერითა‚
ზეგარდმო არსნი სულითა ყვნა ზეცით მონაბერითა‚
ჩვენ‚ კაცთა‚ მოგვცა ქვეყანა‚ გვაქვს უთვალავი ფერითა‚
მისგან არს ყოვლი ხელმწიფე სახითა მისმიერითა.
[1]
1:2 ჰე‚ ღმერთო ერთო‚ შენ შეჰქმენ სახე ყოვლისა ტანისა‚
შენ დამიფარე‚ ძლევა მეც დათრგუნვად მე სატანისა‚
მომეც მიჯნურთა სურვილი‚ სიკვდიდმდე გასატანისა‚
ცოდვათა შესუბუქება‚ მუნ თანაწასატანისა.
[2]
1:3 ვის შვენის‚ – ლომსა‚ – ხმარება შუბისა‚ ფარ-შიმშერისა‚
– მეფისა მზის თამარისა‚ ღაწვბალახშ-თმაგიშერისა‚ –
მას‚ არა ვიცი‚ შევმართო შესხმა ხოტბისა შერისა?!
მისთა მჭვრეტელთა ყანდისა მირთმა ხამს‚ მართ მიშერისა.
[3]
1:4 თამარს ვაქებდეთ მეფესა სისხლისა ცრემლდათხეული‚
ვთქვენი ქებანი ვისნი მე არავად გამორჩეული.
მელნად ვიხმარე გიშრის ტბა და კალმად მინა რხეული‚
ვინცა ისმინოს‚ დაესვას ლახვარი გულსა ხეული.
[4]
1:5 მიბრძანეს მათად საქებრად თქმა ლექსებისა ტკბილისა‚
ქება წარბთა და წამწამთა‚ თმათა და ბაგე-კბილისა‚
ბროლ-ბალახშისა თლილისა‚ მის მიჯრით მიწყობილისა.
გასტეხს ქვასაცა მაგარსა გვრდემლი ტყვივისა ლბილისა.
[5]
1:6 აწ ენა მინდა გამოთქმად‚ გული და ხელოვანება‚ –
ძალი მომეც და შეწევნა, შენგნით მაქვს‚ მივსცე გონება;
მით შევეწივნეთ ტარიელს‚ ტურფადცა უნდა ხსენება;
მათ სამთა გმირთა მნათობთა სჭირს ერთმანერთის მონება.
[6]
1:7 მო‚ დავსხდეთ‚ ტარიელისთვის ცრემლი გვდის შეუშრობილი;
მისებრი მართ დაბადებით ვინმცა ყოფილა შობილი!
დავჯე‚ რუსთველმან გავლექსე‚ მისთვის გულლახვარსობილი‚
აქამდის ამბვად ნათქვამი‚ აწ მარგალიტი წყობილი.
[7]
1:8 მე‚ რუსთველი‚ ხელობითა ვიქ საქმესა ამადარი:
ვის მორჩილობს ჯარი სპათა‚ მისთვის ვხელობ მისთვის მკვდარი;
დაუძლურდი‚ მიჯნურთათვის კვლა წამალი არსით არი‚
ანუ მომცეს განკურნება‚ ანუ მიწა მე სამარი.
[8]
1:9 ესე ამბავი სპარსული‚ ქართულად ნათარგმანები‚
ვით მარგალიტი ობოლი‚ ხელისხელ საგოგმანები‚
ვპოვე და ლექსად გარდავთქვი‚ საქმე ვქმენ საჭოჭმანები‚
ჩემმან ხელმქმნელმან დამმართოს ლაღმან და ლამაზმა ნები.
[9]
1:10 თვალთა‚ მისგან უნათლოთა‚ ენატრამცა ახლად ჩენა;
აჰა‚ გული გამიჯნურდა‚ მიხვდომია ველთა რბენა!
მიაჯეთ ვინ‚ ხორცთა დაწვა კმარის‚ მისცეს სულთა ლხენა.
სამთა ფერთა საქებელთა ლამის‚ ლექსთა უნდა ლევნა.
[10]
1:11 რაცა ვისცა ბედმან მისცეს‚ დასჯერდეს და მას უბნობდეს:
მუშა მიწყივ მუშაკობდეს‚ მეომარი გულოვნობდეს;
კვლა მიჯნურსა მიჯნურობა უყვარდეს და გამოსცნობდეს‚
არცა ვისგან დაეწუნოს‚ არცა სხვასა უწუნობდეს.
[11]
1:12 შაირობა პირველადვე სიბრძნისაა ერთი დარგი‚
საღმრთო‚ საღმრთოდ გასაგონი‚ მსმენელთათვის დიდი მარგი‚
კვლა აქაცა ეამების‚ ვინცა ისმენს კაცი ვარგი;
გრძელი სიტყვა მოკლედ ითქმის‚ შაირია ამად კარგი.
[12]
1:13 ვითა ცხენსა შარა გრძელი და გამოსცდის დიდი რბევა‚
მობურთალსა – მოედანი‚ მართლად ცემა‚ მარჯვედ ქნევა‚
მართ აგრევე მელექსესა – ლექსთა გრძელთა თქმა და ხევა‚
რა მისჭირდეს საუბარი და დაუწყოს ლექსმან ლევა.
[13]
1:14 მაშინღა ნახეთ მელექსე და მისი მოშაირობა‚
რა ვეღარ მიხვდეს ქართულსა‚ დაუწყოს ლექსმან ძვირობა‚
არ შეამოკლოს ქართული‚ არა ქმნას სიტყვამცირობა‚
ხელმარჯვედ სცემდეს ჩოგანსა‚ იხმაროს დიდი გმირობა.
[14]
1:15 მოშაირე არა ჰქვიან‚ თუ სადმე თქვას ერთი‚ ორი;
თავი ყოლა ნუ ჰგონია მელექსეთა კარგთა სწორი;
განაღა თქვას ერთი‚ ორი‚ უმსგავსო და შორი-შორი‚
მაგრა იტყვის: „ჩემი სჯობსო“‚ უცილობლობს ვითა ჯორი.
[15]
1:16 მეორე ლექსი‚ ცოტაი – ნაწილი მოშაირეთა‚
არ ძალუც სრულქმნა სიტყვათა‚ გულისა გასაგმირეთა‚ –
ვამსგავსე მშვილდი ბედითი ყმაწვილთა მონადირეთა:
დიდსა ვერ მოჰკლვენ‚ ხელად აქვს ხოცა ნადირთა მცირეთა.
[16]
1:17 მესამე ლექსი კარგია სანადიმოდ‚ სამღერელად‚
სააშიკოდ‚ სალაღობოდ‚ ამხანაგთა სათრეველად;
ჩვენ მათიცა გვეამების‚ რაცა ოდენ თქვან ნათელად.
მოშაირე არა ჰქვიან‚ ვერას იტყვის ვინცა გრძელად.
[17]
1:18 ხამს‚ მელექსე ნაჭირვებსა მისსა ცუდად არ აბრკმობდეს‚
ერთი უჩნდეს სამიჯნურო‚ ერთსა ვისმე აშიკობდეს‚
ყოვლსა მისთვის ხელოვნობდეს‚ მას აქებდეს‚ მას ამკობდეს‚ –
მისგან კიდე ნურა უნდა‚ – მისთვის ენამუსიკობდეს.
[18]
1:19 ჩემი აწ ცანით ყველამან‚ მას ვაქებ‚ ვინცა მიქია;
ესე მიჩს დიდად სახელად‚ არ თავი გამიქიქია!
იგია ჩემი სიცოცხლე‚ უწყალო ვითა ჯიქია;
მისი სახელი შეფარვით ქვემორე მითქვამს‚ მიქია.
[19]
1:20 ვთქვა მიჯნურობა პირველი და ტომი გვართა ზენათა‚
ძნელად სათქმელი‚ საჭირო გამოსაგები ენათა;
იგია საქმე საზეო‚ მომცემი აღმაფრენათა;
ვინცა ეცდების‚ თმობამცა ჰქონდა მრავალთა წყენათა.
[20]
1:21 მას ერთსა მიჯნურობასა ჭკვიანნი ვერ მიხვდებიან‚
ენა დაშვრების‚ მსმენლისა ყურნიცა დავალდებიან;
ვთქვნე ხელობანი ქვენანი‚ რომელნი ხორცთა ხვდებიან;
მართ მასვე ჰბაძვენ‚ თუ ოდენ არ სიძვენ‚ შორით ბნდებიან.
[21]
1:22 მიჯნური შმაგსა გვიქვიან არაბულითა ენითა‚
მით რომე შმაგობს მისისა ვერმიხვდომისა წყენითა;
ზოგსა აქვს საღმრთო სიახლე‚ დაშვრების აღმაფრენითა‚
კვლა ზოგთა ქვეუც ბუნება კეკლუცთა ზედა ფრფენითა.
[22]
1:23 მიჯნურსა თვალად სიტურფე მართებს‚ მართ ვითა მზეობა‚
სიბრძნე‚ სიუხვე‚ სიმდიდრე‚ სიყმე და მოცალეობა‚
ენა‚ გონება‚ დათმობა‚ მძლეთა მებრძოლთა მძლეობა.
ვისცა ეს სრულად არა სჭირს‚ აკლია მიჯნურთ ზნეობა.
[23]
1:24 მიჯნურობა არის ტურფა‚ საცოდნელად ძნელი გვარი;
მიჯნურობა სხვა რამეა‚ არ სიძვისა დასადარი:
იგი სხვაა‚ სიძვა სხვაა‚ შუა უზის დიდი ზღვარი‚
ნუვინ გარევთ ერთმანერთსა‚ გესმის ჩემი ნაუბარი?
[24]
1:25 ხამს მიჯნური ხანიერი‚ არ მეძავი‚ ბილწი‚ მრუში‚
რა მოშორდეს მოყვარესა‚ გაამრავლოს სულთქმა‚ უში‚
გული ერთსა დააჯეროს‚ კუშტი მიხვდეს‚ თუნდა ქუში;
მძულს უგულო სიყვარული‚ ხვევნა-კოცნა‚ მტლაში-მტლუში.
[25]
1:26 მას ცოცხალი ნუ ელევის‚ რაცა პირველ შეუყვარდეს‚
ნუცა ლხინსა აუზვავდეს‚ ნუცა ჭირსა შეუზარდეს‚
მისთვის დასთმოს ყველაკაი‚ მისთვის ველთა გამოვარდეს‚
ნურა გავა‚ სოფელიცა მისი კერძი გარდაქარდეს.
[26]
1:27 ამა საქმესა მიჯნური ნუ უხმობს მიჯნურობასა:
დღეს ერთი უნდეს‚ ხვალე სხვა‚ სთმობდეს გაყრისა თმობასა;
ესე მღერასა ბედითსა ჰგავს‚ ვაჟთა ყმაწვილობასა.
კარგი მიჯნური იგია‚ ვინ იქს სოფლისა თმობასა.
[27]
1:28 არს პირველი მიჯნურობა არდაჩენა‚ ჭირთა მალვა‚
თავისწინა იგონებდეს‚ ნიადაგმცა ჰქონდა ხალვა,
შორით ბნედა‚ შორით კვდომა‚ შორით დაგვა‚ შორით ალვა‚
დასთმოს წყრომა მოყვრისაგან‚ მისი ჰქონდეს შიში‚ კრძალვა.
[28]
1:29 ხამს‚ თავისსა ხვაშიადსა არვის თანა ამჟღავნებდეს‚
არ ბედითად „ჰაჲჰაჲ“ზმიდეს‚ მოყვარესა აყივნებდეს‚
არსით აჩნდეს მიჯნურობა‚ არასადა იფერებდეს‚
მისთვის ჭირი ლხინად უჩნდეს‚ მისთვის ცეცხლსა მოიდებდეს.
[29]
1:30 მას უშმაგო ვით მიენდოს‚ ვინ მოყვარე გაამჩივნოს?
ამის მეტი რამცა ირგო: მას ავნოს და თვითცა ივნოს.
რათამეღა ასახელოს‚ რა სიტყვითა მოაყივნოს?
რა გავა‚ თუ მოყვარესა კაცმან გული არ ატკივნოს!
[30]
1:31 მიკვირს‚ კაცი რად იფერებს საყვარლისა სიყვარულსა:
ვინცა უყვარს‚ რად აყივნებს მისთვის მკვდარსა‚ მისთვის წყლულსა?!
თუ არ უყვარს‚ რად არა სძულს? რად აყივნებს‚ რაცა სძულსა?!
ავსა კაცსა ავი სიტყვა ურჩევნია სულსა‚ გულსა.
[31]
1:32 თუ მოყვარე მოყვრისათვის ტირს‚ ტირილსა ემართლების;
სიარული‚ მარტოობა შვენის‚ გაჭრად დაეთვლების;
იგონებდეს‚ მისგან კიდე ნურად ოდეს მოეცლების;
არ დააჩნდეს მიჯნურობა‚ სჯობს‚ თუ კაცთა ეახლების.
[32]
© 2014, გია შერვაშიძე